×
Biolane
ბავშვის აქსესუარები
Baby Brezza
ბავშვთა კვება
სახლის მოვლა
პირადი ჰიგიენა
SALE -80%
Tummy-Tub
familyonline

Könilgliche Wasche „სამეფო რეცხვა“ ვოში - ლაქების ამომყვანი მათეთრებელი ფხვნილი

16.9

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

Könilgliche Wasche „სამეფო რეცხვა“

ვოში - ლაქების ამომყვანი მათეთრებელი ფხვნილი

გამოყენების ინსტრუქცია: ლაქების ამომყვანი და მათეთრებელი, სპეციალურად თეთრი ქსოვილიდან ლაქების ამოსაყვანად. ამოყავს რთული, ღრმად ჩამჯდარი ლაქები როგორიცაა ყავა, ჩაი, წვენი, ბალახი, ტალახი, ხილი, ბოსტნეული, კოლა, წყლის მელანი და სხვა. არ შეიცავს ქლორს, უსაფრთხოა ქსოვილებისთვის.

შემადგენლობა: > 30% - ჟანგბადზე დაფუძნებული მათეთრებელი საშუალებები, <5% - ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, <5% - არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები და ოპტიკური გამაღიავებელი საშუალებები, ფერმენტები.

გამოყენება და დოზირება: რეცხვის დროს - დაამატეთ ერთი საზომი კოვზი, სარეცხ ფხვნილს. გათეთრებისთვის დაამატეთ 2 საზომი კოვზი (დაახლ. 30 გრ). ჩასალბობად: გახსენით 1 საზომი კოვზი 4 ლიტრ ნელთბილ წყალში (მაქს. 40 გრადუსზე) პლასტმასის კონტეინერში. თეთრი ქსოვილი ჩაალბეთ მაქსიმუმ 5 საათის განმავლობაში. ჩალბობის შემდეგ გარეცხეთ ან გაავლეთ წყალში.

რთული ლაქების ამოსაყვანად: გახსენით 2 პატარა ჩაის კოვზი ფხვნილი, 0.5ლ ნელთბილ წყალში (მაქს. 40 გრადუსი) პლასტმასის კონტეინერში. გახსნილი სითხე დაიტანეთ პირდაპირ ლაქის ადგილას, გააჩერეთ მაქს. 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გარეცხეთ ან გაავლეთ წყალი.

არ გამოიყენოთ შალის ქსოვილზე ან შალის ხალიჩაზე. არ გამოიყენოთ ტყავის და აბრეშუმის ქსოვილზე. არ ჩაალბოთ ქსოვილები მინანქრის, ხის ან ლითონის და რკინის ელემენტებით გაწყობილი. მაქსიმალური ტემპერატურა 50 გრადუსი. გარეცხვის ან ჩამობანის წინ გაჟღენთილი ქსოვილი მზეზე არ დატოვოთ. რეკომენდირებულია გამოიყენოთ ხელთათმანი, გამოყენების დროს. შეინახეთ მშრალ ადგილას, არაუმეტეს 30 გრადუსისა. მოარიდეთ ნესტიან და მზიან ადგილებს.

ვარგისია გამოშვებიდან 24 თვე, გამოშვების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

გაფრთხილება: სარეცხი საშუალების თვალში მოხვედრისას გულდასმით ჩამოიბანეთ წყლით. გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. საშუალება შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. ალერგიის შემთხვევაში შეინახეთ ბოთლზე დატანილი ეტიკეტი, შეიცავს.ნატრიუმის კარბონატს, ნაერთს წყალბადის ზეჟანგით.